შალვა პაპუაშვილი: სოცმედიის მომხმარებელთა ,,ჰეითერული” შეტევა სალომე სამადაშვილის მიმართ ადასტურებს, რომ საზოგადოებას სჭირდება შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი

,,ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოციალური მედიის მომხმარებელთა ,,ჰეითერული” შეტევა სალომე სამადაშვილის მიმართ ადასტურებს, რომ საზოგადოებას სჭირდება შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი.

ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ის ზიზღით, სიძულვილით, მიუღებლობითადა აგრესიით სავსე სიტყვები და სოციალური მედიის მაცხოვრებელთა ,,ჰეითერული” შეტევა, რაც ჩვენ გუშინ, ამჯერად, სალომე სამადაშვილის მიმართ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი.

სამწუხაროდ, რაც  უნდა ვგმობდეთ ჩვენს ახლო თუ შორეულ წარსულს, ურთიერთობის სტანდარტი, იმ დროსთან შედარებით, დღეს აბსოლუტურად მიუღებელ დონეზეა. იმ დონეზე, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ადამიანადაც კი არ აღიქვამს.

ამ საკითხზე საზოგადოების, მედიისა და პარტიების შეთანხმების გარეშე ფუჭია ნებისმიერი სხვა შეთანხმება და ილუზიაა ყოველგვარი იმედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა”, – წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები