45 500 კილოგრამი უვარგისი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის” გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები