სეს–ი საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სეს–ი საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს, – ამის შესახებ სეს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. “მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა; სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს. ბიზნესოპერატორებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. შემოწმებისას, ძირითადად, გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 15 01”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები