ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები