პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი გიორგი რურუას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების მიმართ ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
“ერთადერთი გზა დარჩათ – თქვან, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობაა, რას ნიშნავს ვაჭრობაა?! თვითონ აყენებენ ამ საკითხებს – მაშინ, როდესაც ერთმაც და მეორემაც დააშავა. ვიცნობ სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თვლის, რომ ასე არის საჭირო, რომ დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას”, – განაცხადა ვოლსკიმ.