თბილისში ნარჩენების დაწვისთვის რამდენიმე პირი დაჯარიმდა (ფოტო)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“თბილისში მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების
(ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით წვისა და მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით წვის 3-3 ფაქტი გამოვლინდა.

შედგა 3 ერთეული საჯარიმო ქვითარი ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯარიმის თანხა – 500 ლარი; ხოლო 3 ერთეული საჯარიმო ქვითარი – ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 1500 ლარის ოდენობით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები