“43% იქნება თუ 40%, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, დარწმუნებულები ვართ წარმატებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა – გია ვოლსკიმ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ განახლებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტის ყველა საკითხს პარტია სიღრმისეულად განიხილავს.
“არსებობს დოკუმენტი, ხელი მოვაწერეთ. ახლა 43% იქნება თუ 40%, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, დარწმუნებულები ვართ წარმატებაში, მაგრამ აქ ორი აზრი არ არსებობს, რომ 43 არის რაღაც რიცხვებით მანიპულირების თემა. ვნახოთ, ჩამოვა ჩვენი დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრიც იქნება და განვიხილავთ ყველა საკითხს სიღრმისეულად”, – აცხადებს გია ვოლსკი.