ზაალ უდუმაშვილი: 15 მაისის აქცია კიდევ უფრო აქტუალური ხდება
რიყეზე პოლიტიკური პარტიების აქცია მიმდინარეობს. ლიდერებმა, რომლებიც ადგილზე არიან შეკრებილები, მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებსა და 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, 15 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქცია კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
“აქ დღეს მოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელსაც ჰქვია ორგანიზაცია 15 მაისის აქციის თბილისის ცენტრში და, რა თქმა უნდა, ეს აქცია არ კარგავს მნიშვნელობას, პირიქით, უფრო აქტუალური ხდება იმიტომ, რომ სწორედ პროტესტი ქვეყნის შიგნიდან და წნეხი ჩვენი საზოგადოებისგან იქნება იმის გარანტი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები”, – აცხადებს უდუმაშვილი.