შალვა პაპუაშვილი – ,,გირჩზე”: მათი შესვლა სხდომათა დარბაზში სჭირდება არა „ქართულ ოცნებას”, არამედ – მათ ამომრჩეველს

“მათი შესვლა სხდომათა დარბაზში სჭირდება არა „ქართულ ოცნებას”, არამედ – მათ ამომრჩეველს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ,,გირჩთან” დაკავშირებით განაცხადა.

„ვერავის ვერაფერს დავაძალებთ. ჩვენ შეთანხმებისკენ მივდიოდით არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება მათ ამომრჩეველს, მათ შორის, „გირჩის”. მათ სურთ, რომ მათი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში და იმ პროგრამაზე ისაუბროს, რაც პარტიამ შეიმუშავა. მათი შესვლა სხდომათა დარბაზში სჭირდება არა „ქართულ ოცნებას”, არამედ – მათ ამომრჩეველს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„გირჩის“ წარმომადგენლები: ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები