საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ – „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (Action Against Hunger) განახორციელა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი – ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – მანანა ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზ მარინა ზურაბიშვილი, GIZ-ის პროგრამის დირექტორი – ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – მარსელა მაქსფილდი საგურამოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.

შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები