მკვლელობა გორში – 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, შურისძიების გამო მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

40 წელს გადაცილებულ  მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, სოფელში მცხოვრებ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას და შურისძიებას უკავშირდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები