ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 98 დაშავდა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ კაიროდან მიმავალი სამგზავრო მატარებელი ჯერ რელსებიდან გადავიდა და შემდგომ მისი შემადგენლობის 8 ვაგონი გადაბრუნდა.
წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ ავარია მემანქანის გამო მოხდა, რომელმაც გზის იმ მონაკვეთში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, 120 კმ/ს სიჩქარე აიღო – მაშინ, როდესაც დასაშვები მხოლოდ 30 კმ/ს იყო.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ბოლო დროს ეს უკვე მეორე ავარიაა. 26 მარტს სოხაგის პროვინციაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაშავდა.
14 აპრილს დასახლებულ პუნქტ მინია ელ-კამხთან რელსებიდან მატარებელი გადავიდა, 15 ადამიანი დაშავდა.