ამირან გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება და პიკში შევალთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, ეპიდსიტუაცია კი თანდათან უარესდება.

გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ეპიდვითარება ქვეყანაში თანდათან უარესდება, რასაც ხაზს ვუსვამთ ხოლმე, დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც მიდიოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით, თუ არადა ეპიდსიტუაცია პირდაპირ გეტყვით, რომ გაუარესდება და ჩვენ სადღაც პიკში შევალთ აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში. ახლა შევდივართ თბილ პერიოდში ამინდების მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ ისეთი არ უნდა იყოს, როგორც მეორე ტალღა იყო. პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები