“მალე ალბათ ეს შლეგი ფილდ კომანდერი ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს” – ლევან ნიკოლეიშვილი ნოდარ მელაძეზე

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ფილდ კომანდერის გადაცემის ანონსს ეხმაურება. ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ტვინის გამორეცხვა აღარ არის, თავის ქალის ახდა და ღია ტვინებზე მანიპულაციაა.

“კიტრი და პომიდორი რუსეთის ბაზრისთვის, ბულგარული წიწაკა და სალათის ფურცლები მოსკოვისთვის, რა ბიზნესები გადამალა ბიძინა ივანიშვილმა” – ასე იწყება ფილდ კომანდერის გადაცემის ანონსი. ხალხო გესმით რა აბსურდში არიან? უბრალოდ თუ ხვდებით რას უშვება ეს არხი თავის მაყურებელს? ეს ტვინის გამორეცხვა აღარ არის, თავის ქალის ახდა და ღია ტვინებზე მანიპულაციაა. ოღონდ ტალახი ისროლონ, და ყველაფრს დაგაბრალებენ. კიტრი და პომიდორი იქეთ იყოს, მალე ალბათ ეს შლეგი ფილდ კომანდერი გვირაბის გაყვანასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს, ბომბეიდან ლონდონამდე, ცხადია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები