გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

“საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები იმისათვის, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” განცხადებას, ევროკავშირის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ეხმაურება.

აბაშიძის თქმით, პრაგმატულად მოაზროვნე ოპოზიციურმა პარტიები უნდა დაფიქრდნენ და სააკაშვილის პარტიის “გრავიტაციულ ველს” გაეცალონ.

“პოლიტპატიმრების” თემა და ვადამდელი არჩევნები რომ არავის დღის წესრიგში არაა დასავლეთში, თავადაც კარგად იციან.
15 მაისს რამდენიმე ათასიც რომ მივიდეს პარლამენტთან, რა შეიცვლება ამით? 16-ში იქ კობა ხაბაზის & Co-ს მეტი არავინ დარჩება.
ვფიქრობ, რომ პრაგმატულად მოაზროვნე პატარა ოპოზიციური პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ხელი მოაწერონ ევროკავშირის დოკუმენტს და გაეცალონ გაქრობისკენ განწირულ სააკაშვილის პარტიის პოლიტიკურ “გრავიტაციულ ველს”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები