მამუკა მდინარაძე: რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ

“რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, „ვერ ხვდებიან“, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-იანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე.წ. ჩამკეტიც ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე წერს.

„ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ შეთანხმებას ხელს ვაწერთ. გარდა ამისა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, განვიხილავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.

რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, „ვერ ხვდებიან“, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-იანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე.წ. ჩამკეტიც ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა!

სამაგიეროდ, ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რა პირობებზე უნდა წავყვეთ მათ იმისთვის, რომ გარანტირებულად მოაწერონ ხელი შეთანხმებას:

1. დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“, უპირობოდ და ყოველგვარი სამართლებრივი მექანიზმის გვერდით ავლით გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

2. ასევე ყოველგვარი პირობის გარეშე დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა არ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები