ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს გამო, ოპოზიციამ უნდა მიბაძოს „ქართული ოცნების“ მაგალითს

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას სწორი მიმართულებით გადადგმულ სწორ ნაბიჯს უწოდებს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს.

„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გამო, ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მაგალითს. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები