შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება” ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო – ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება” ამ პროცესში იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. შეძლებენ თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები