ლევან იოსელიანი: კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმედია, ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შემოვლენ

“კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმედია, ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შემოვლენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.

„კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მიიღო. სჯობდა, აქამდეც მიეღო და ეს ყველაფერი ამდენ ხანს არ გაგრძელებულიყო. იმედია, ოპოზიციური პარტიები მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებენ ამის მნიშვნელობას, დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შემოვლენ. ამ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ 20 ივნისზე ამნისტია უნდა მოხდეს, რასაც მივესალმები. ამნისტია არის სწორი. ასევე, სხვა პუნქტები ეხება ინსტიტუციურ წინსვლას. დოკუმენტში საუბარი არ არის რიგგარეშე არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერის მზაობა გვაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები