ვლადიმერ ბოჟაძე: დღეს ,,ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა მზაობა, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

,,დღეს ,,ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა მზაობა, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა – ოპოზიციაზე, რომელმაც დოკუმენტზე ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება და პირიქით, დოკუმენტზე ხელის არმოწერით დაადასტუროს ,,გაქცეული პრეზიდენტისადმი” აბსოლუტური მორჩილება, მხოლოდ მისი პირადი და პარტიული ინტერესების გათვალისწინება”, – წერს ბოჟაძე.

,,ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები