“40%-ზე რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი” – გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე

„40%-ზე რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრათ”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ “ტვ პალიტრის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნებისიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ან პლებისციტზე შეთანხმებას ვადმდელ არჩევნებთან დაკაშირებით.

„40%-ზე რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრათ, ისედაც საკმაოდ ბუნდოვანი ფრაზებით საუბრობდა ბატონი თალაკვაძე, მაგრამ ჩვენი ზღვარი ყველასთვის ცნობილია, ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე, ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა რომ, მაგალითად, არჩევნები იყოს 2022 წლის დასაწყისში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები