გიორგი ცუცქირიძე – ევრობონდების განთავსებაზე: თითქმის სამჯერ დაბალი საპროცენტო განაკვეთი აჩვენებს, რომ ქვეყანას, საინვესტიციო მიმზიდველობასთან ერთად, აქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების კარგი პერსპექტივა

ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე ევრობონდების გამოშვების პროცესს ეხმაურება. როგორც ის სოცქსელში წერს, არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ ბოლო შეფასებებში ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ცალსახად პოზიტიურად იქნა შეფასებული.

“გლობალური პანდემიური ეკონომიკის პირობებში, როდესაც საინვესტიციო რისკები ისედაც გაზრდილია, ხოლო ინვესტიციები მკვეთრად შემცირებული, ასეთ დროს საკმაოდ დიდი იყო იმის რისკი, რომ ქართული ევრობონდების განთავსება არასასურველი პირობებით მომხდარიყო, მიუხედავად წამყვანი საინვესტიციო ბანკების ჩართულობისა.

ევრობონდების გლობალურ ბაზარზე გატანა იმ კუთხითაც არის ნიშანდობლივი, რომ ის აჩვენებს ინვესტორების მაღალ ნდობას ქვეყნისათვის და არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ ბოლო შეფასებებში ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ცალსახად პოზიტიურად იქნა შეფასებული.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთსა და ვადიანობის 5-წლიან ინდიკაციას, ევრობონდები იდეალურთად ახლოს მყოფი პირობებით განთავსდა და ეს ფაქტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც არის მნიშვნელოვანი რეგიონალური ინტეგრაციის თვალსაზრისით და, რაც მთავარია, მთლიანად ანგრევს ნაცოპოზიციის ნარატივს მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსზე. და არც ის არის შემთხვევითი, რომ ბოლო ყველა საერთაშორისო კვლევითაც მართველი პარტიის რეიტინგი გადაწონის ყველა ოპოზიციის ჯამურ რეიტინგს.

ამ დადებითი პერსპექტივის მანიშნებელია არა მხოლოდ წინა რეფინანსირების პროცენტთან შედარებით თითქმის სამჯერ დაბალი სპროცენტო განაკვეთი, არამედ მოთხოვნის მიწოდებასთან შედარებით 4-ჯერადი აღმატებულობა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ქვეყანას, საინვესტიციო მიმზიდველობასთან ერთად, აქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების კარგი პერსპექტივა.

და ბოლოს, მინდა, მივულოცო ფინანსთა სამინისტროს კარგი სამუშაოს შესრულება, ტრანზაქციაში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად, იქნება ეს JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard თუ ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები, TBC Capital და Galt & Taggart-ს”, – წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები