ვაჟა სირაძე: თავდამსხმელი დაკავებულია და მძევლები გათავისუფლებული არიან, დაზიანებები არავის არ მიუღია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ღონისძიების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

სირაძის განცხადებით “საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებულია.

“თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. სამართალდამცველების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხმელი დაკავდა და მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანებები არავის არ მიუღია. ყველა გათავისუფლებული მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილია პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები