ავლაბარში, ბანკის შენობიდან პოლიციელებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს
ავლაბარში, ,,საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი ფილიალის შენობიდან, რომელსაც შეიარაღებული პირი დაესხა თავს, პოლიციელებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს.
ამის შესახებ ,,კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე იმყოფება.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელს რამდენიმე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და ისინი გაათავისუფლა.
ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, რის გამოც ავლაბრის მეტროსადგური დროებით დაიკეტა.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.