კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. იმერეთის რეგიონის შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გაიმართა, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიცეუმის წარმომადგენლები ზუგდიდისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. ლიცეუმის დირექტორის მოადგილე მაია გაბუნიამ და კადეტებმა – ალექსანდრე გვაზავამ და ელენი ჟორჟოლიანმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები