სასამართლომ შსს-ს შენობასთან აქციაზე დაკავებული 10 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. აღნიშნულის შემდეგ პროცესი გადაიდო.

აქტივისტების თქმით, მომდევნო პროცესზე დადასტურდება, რომ მათი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

ცნობისთვის, შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას და შსს-ს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები