რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი დაიბარეს.

ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომელთა ფარგლებში ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოდან 10 დიპლომატი იქნა გაძევებული.

როგორც ზახაროვამ თქვა, დამატებითი განმარტებები ელჩთან დიალოგის შემდეგ გაკეთდება.

“ელჩის ვიზიტის შემდეგ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც ამერიკული მხარისთვის ძალიან მძიმე იქნება”, – აღნიშნა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები