გია ვოლსკი: საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯსა და პასუხისმგებლობის ვერაღებას

“საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლასა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერაღებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა – გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა პარტიებს არ ეკუთვნის.

“ზოგადად, ქვეყანა პარტიებს არ ეკუთვნით. ეს არის საზოგადოების კუთვნილება და კონკრეტული პოლიტიკური ძალები საზოგადოებას წარმოადგენენ – იქნება ეს გიორგი გახარია თუ ნებისმიერი სხვა. საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს და რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას თუნდაც აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერაღებასა და ქვეყნისადმი იმ დამოკიდებულებას, რაც, სამწუხაროდ, პირადი გადმოსახედიდან აიწონება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები