აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და სხვა შეზღუდვებს აწესებს – ბაიდენმა სანქციებს მოაწერა ხელი

ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 14 ივნისიდან აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროსგან, ასევე, ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან სასესხო ფასიანი ქაღალდების პირდაპირი შეძენა.

ასევე, ვაშინგტონმა დააწესა შეზღუდვები ექვსი რუსული ტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც ითქვა, მხარს უჭერენ რუსეთის სპეცსამსახურების კიბერპროგრამას.

”ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას კიბერსივრცეში საქმიანობისთვის, როგორიცაა SolarWinds ინციდენტი, ყველა შესაძლო ზომების გამოყენებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, აშშ-ის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს.

შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები