არგენტინაში რუსული “სპუტნიკV”-ის შეყვანის შემდეგ სისხლდენის ფაქტები დაფიქსირდა

არგენტინაში რუსული ვაქცინის – “სპუტნიკV”-ის შეყვანის შემდეგ იმუნური ტრომბოციტოპენიის განვითარების ორი ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშშია  აღნიშნული, შესაძლოა, ფაქტი უკავშირდებოდეს რუსული პრეპარატის შეყვანას.

აღინიშნება, რომ დაავადება იწვევს თრომბოციტების დონის შემცირებას, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სისხლდენა და თრომბოზი.

არგენტინაში რუსულ ვაქცინაზე გვერდითი რეაქციის სულ 23 804 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 100 ათასს დოზაზე 1640,5 შემთხვევას გულისხმობს. შემთხვევათა უდიდესი რაოდენობა დაკავშირებულია პრეპარატში მითითებულ რეაქციებთან: ცხელება, თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სინდრომი, რეაქცია ინექციის ადგილზე. ასევე, 362 შემთხვევაში გამოვლინდა მსუბუქი და ზომიერი ალერგიული რეაქციები.

ასევე, უწყების სტატისტიკურ მონაცემში მითითებულია შვიდი იშვიათი გაუთვალისწინებელი შემთხვევა: თრომბოციტოპენიის გარდა, საუბარია ანაფილაქსიის ხუთ შემთხვევაზე (კრიტიკული ალერგიული რეაქცია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები