შალვა პაპუაშვილი: ვინმე თუ ფიქრობს, რომ პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო რეიტინგის განმსაზღვრელი, მაშინ დეპუტატებმა თავიანთი პრეტენზია უნდა დაამტკიცონ
“ვინმე თუ ფიქრობს, რომ პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო რეიტინგის განმსაზღვრელი, მაშინ დეპუტატებმა თავიანთი პრეტენზია უნდა დაამტკიცონ”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ ექვსი წევრის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო და ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება.
„ვინც კითხვას სვამს რეიტინგთან დაკავშირებით, მას ყველაზე კარგი ინსტრუმენტი აქვს, რომ ამ კითხვას თავად გასცეს პასუხი. მანდატის დატოვება იქნებოდა გზა, რომ ამ კითხვისთვის პასუხი გაეცათ. არჩევანია, ასეთი კითხვები არ დასვან და ამ სიტუაციას ისე მოვეპყრათ, როგორც მიღებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში. პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.