გია აბაშიძე: რეალურად, აი, ამ ბიჭს ნამოხვანი კი არ ადარდებს, მწყობრად მიჰყვება მითითებებს ჩრდილოეთიდან

“რეალურად, აი, ამ ბიჭს ნამახვანი კი არ ადარდებს, მწყობრად მიჰყვება მითითებებს ჩრდილოეთიდან”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც ახლა ხდება ნამოხვანის შემთხვევაში, ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი.

,,მარტივად გეტყვით, თუ რა არის რუსული ჰიბრიდული ომის დამახასიათებელი მთავარი ხაზი:
რუსული სპეცსამსახურები, პირველ ყოვლისა, არჩევენ ადამიანს, რომელიც გარკვეულწილად იწვევს ნდობას საზოგადოებაში. მის გარშემო შემოიკრიბება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, შემდეგ საქმეში ერთვება დაფინანსების წყარო (ნამოხვანის შემთხვევაში რუსეთში მოღვაწე მილიონერი, ილია ძოწენიძე), შემდეგ აქციის გარშემო იკრიბებიან რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსები (ქართული მარში, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და აშ), შემდეგ მოთხოვნები იცვლება, იზრდება პოლიტიკურ ნარატივში და, საბოლოოდ, გეგმის მიხედვით, ყველაფერი მიდის არეულობის დაორგანიზებამდე.

აი, რაც ახლა ხდება ნამოხვანის შემთხვევაში, ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი. რეალურად, აი, ამ ბიჭს ნამოხვანი კი არ ადარდებს, მწყობრად მიჰყვება მითითებებს ჩრდილოეთიდან. მისი ეს მუქარაც ამ ყველაფრის ნათელი დადასტურებაა”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები