ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საქმეზე დაკავებულების ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. ბრალდების მხარე კი კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ გაიზიარა.
ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ნათესავს 3 პირი თავს 25 თებერვალს დაესხა, სამივე დაკავებულია.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.