ლევან ნიკოლეიშვილი: გამორიცხული იყო, რომ რუსული კვალი ნამოხვანის პროტესტში დამალულიყო – ირაკლი შიხიაშვილი გამოვიდა ასპარეზზე

“გამორიცხული იყო, რომ რუსული კვალი ნამოხვანის პროტესტში დამალულიყო – ირაკლი შიხიაშვილი გამოვიდა ასპარეზზე”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან მალე საზოგადოება ნათლად იხილავს, რომ ჰესის წინააღმდეგ მოქმედებები ჩრდილოეთიდან იმართება.

,,გამორიცხული იყო, რომ რუსული კვალი ნამოხვანის პროტესტში დამალულიყო და აგერ, ბატონო – პირველი მერცხალიც გამოჩნდა – ირაკლი შიხიაშვილი გამოვიდა ასპარეზზე – ადამიანი, რომელიც არათუ დაკავშირებულია რუსეთთან, არამედ დიდი ეჭვია, რომ პირდაპირ დავალებებს იღებს რუსეთიდან. ეს დასაწყისია, ძალიან მალე საზოგადოება ნათლად იხილავს, რომ ჰესის წინააღმდეგ მოქმედებები ჩრდილოეთიდან იმართება, სწორედ იქედან, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა,” – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები