შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ არის რამდენიმე ლიდერის გუნდი, როგორც ჩანს, იქეთ იქნება ერთი ადამიანის გუნდი
„ქართული ოცნება“ არის რამდენიმე ლიდერის გუნდი, როგორც ჩანს, იქეთ იქნება ერთი ადამიანის გუნდი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრივზე მაღლა მისი პირადი დღის წესრიგი დააყენა.
„სამწუხაროა იმ კუთხით, რომ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობას გადაწყვეტილებების მხრივ. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და შემდეგ ვნახეთ, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებში არათანმიმდევრული იყო. როგორც ჩანს, მისი პირადი დღის წესრიგი დააყენა უფრო მაღლა, ვიდრე ის სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი, რომელზე პასუხისმგებლობაც ჩვენ, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ ერთად ავიღეთ.
„ქართული ოცნება“ არის რამდენიმე ლიდერის გუნდი. როგორც ჩანს, იქეთ იქნება ერთი ადამიანის გუნდი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ ,,ქართული ოცნება” დატოვეს და დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.