მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გ.ს.-ს ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 2140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.