“გოგი წულაია რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან საკანში დაბრუნდება” – ადვოკატი

“თავს კარგად გრძნობს, რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ “კვირას” გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

მისი თქმით, წულაია რამდენიმე დღეში საკანში დაბრუნდება.

“ჯერჯერობით, სიახლე არაფერია, ვაგროვებთ საჭირო მასალებსა და მტკიცებულებებს. პროცესი 10 მაისსაა ჩანიშნული.
ამ დროისთვის გოგი თავს კარგად გრძნობს. რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში საკანში დაბრუნდება”, – თქვა ადვოკატმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკვე 2 კვირაზე მეტია, მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ციხეში შიმშილობა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას ბრალი ნაცნობ ქალზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ედება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები