დავით კოდუას მეუღლე და შვილი: არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სიტყვიერი შელაპარაკება იყო

ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლე – ნათია გედევანიშვილი და შვილი – კატო კოდუა ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც მათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ადგილი სიტყვიერი შელაპარაკებას ჰქონდა.

მათივე თქმით, დაკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერეს, რომ წაკითხული არ ჰქონდათ.

„უბრალოდ, სიტყვიერი შელაპარაკება იყო, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
რაც იყო ამობეჭდილი [დაკითხვის ოქმი], იმაზე ხელი მოგვაწერინეს ისე, რომ წაკითხული არ მაქვს, იქ რა წერია, საერთოდ აზრზე არ ვარ. თვითონ ბეჭდავდნენ და ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ბევრი მედიკამენტი გვქონდა მიღებული. ღამის საათები იყო, დილამდე გაიწელა პროცესი, გვაჩქარებდნენ, თქვენც ცოდოები ხართო. ისე მოვაწერეთ ხელი, წაკითხული არ გვქონდა. ჩვენ ვითხოვდით შემაკავებელ ორდერს. არც ვიცი, იქ რა წერია.
მე და კატო ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჯიკაობას ჰქონდა ადგილი. კონფლიქტი რომ მოხდა, დათოს წასვლა უნდოდა. უბრალოდ, ხელი მკრა, დავვარდი და თვალი დავარტყი. გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას  და  შემაკავებელ ორდერს ვითხოვთ“, – განაცხადა ნათია გედევანიშვილმა.

კატო კოდუას თქმით, მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, დავით კოდუას სახლიდან წასვლა უნდოდა და აკავებდნენ, რა დროსაც ნათია გედევანიშვილი დაეცა.

„არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. სიტყვიერი შეკამათება იყო. ჩხუბის გამო დათოს წასვლა უნდოდა. ,,კომენდატის საათი” იყო. “კომენდანტის” გამო მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო გარეთ. ამის შემედეგ გამოვიძახეთ პოლიცია, რათა პრობლემა თავიდან აგვეცილებინა. დათო სახლიდან უკვე წასული იყო, პოლიცია და სასწრაფო მოვიდნენ, დამამშვიდებლები მოგვცეს. პოლიციაში წაგვიყვანეს. რაღაცებს გვეკითხებოდნენ, პროცესი ძალიან გაიწელა. ჩვენ ვითხვდით შემაკავებელ ორდერს იმისათვის, რომ სახლში კონფლიქტი არ ყოფილიყო. სხვა არაფერი გვინდოდა. პოლიციამ რაც დაწერა, მერე არ წაგვიკითხავს, მოვაწერეთ ხელი.
ხელის კვრა როგორ იყო, იცით? ლიფტი გაიღო, წასვლა უნდოდა და ვაკავებდით, ვთხოვდით, არ წასულიყო. ამ მომენტში იყო ხელის კვრა, დაეცა ნათია. მე ეს დავინახე“, – განაცხადა კატო კოდუამ.

შეგახსნებეთ, ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები