შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობასა“ და მის გარშემო შეკრებილ გარკვეულ ჯგუფთან შეთანხმების რესურსი არც ყოფილა არასდროს და არც ახლა არსებობს
„ნაცმოძრაობასა“ და მის გარშემო შეკრებილ გარკვეულ ჯგუფთან შეთანხმების რესურსი არც ყოფილა არასდროს და არც ახლა არსებობს”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში არეულობა სურს.
,,ოპოზიციის დღის წესრიგია ქვეყანაში არეულობა და თუ შეთანხმება მოხდება, ამით არეულობას ვეღარ შეძლებენ. არის ჯგუფი, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. მათთან შეთანხმების რესურსი არც ყოფილა არასდროს და არც ახლა არსებობს. ერთადერთი, თუკი ისინი ნახავენ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.