შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელია და „ნაცმოძრაობა“ თავგანწირვის თამაშს თამაშობენ

“ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი თუ მათთვის გადამწყვეტია, ეს გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ თავგანწირვის თამაშს თამაშობენ.

„ქართული ოცნება“ არის პარლამენტსა და მთავრობაში, მართლმსაჯულება ცალკე ინსტიტუტია და ქართული „ოცნება“ არაფერ შუაშია. ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი თუ მათთვის გადამწყვეტია, ეს გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია. გუშინ იყო მცდელობა, კიდევ ერთხელ სხვანაირად მიესაღებინათ ჩვენი მოსახლეობისთვის. საკითხი არის უმარტივესად, პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელია თანხმობას განაცხადებს, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და გირაოს გადახდის თანხმობას განაცხადებს, პროკურატურა მზად არის სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლით. ნიკა მელიას შეიძლება, გარკვეულად თვითგანწირვის სურვილები აქვს. თუმცა, საინტერესოა, რომ ის ამავე დროს არ ფიქრობს იმ დანარჩენ რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც მის გვერდით იყვნენ 20 ივნისს და მონაწილეობას იღებდნენ იმ ძალადობრივ აქტში, რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ. მედიატორის მხრიდან ეს შემოთავაზება ამნისტიის გამოცხადების შესახებ ყველას შეეხება, ვინც 20 ივნისთან დაკავშირებით ბრალდებულია. საინტერესოა, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ თავგანწირვის თამაშს თამაშობენ და ამით სხვებს წირავს, რომლებიც მათთან ერთად არიან ბრალდებულნი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები