გია ვოლსკი: ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა “ნაცმოძრაობას” სჭირდება, რათა მუდმივად სპეკულაცია აწარმოოს

“ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? – “ნაციონალურ მოძრაობას”, რათა მუდმივად სპეკულაცია აწარმოოს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.

მისივე თქმით, ნიკა მელიას უფლებადამცველები დამოუკიდებელი ადვოკატები არ არიან.

“ადვოკატების პოზიცია და პარტიული ადვოკატურაა ეს, ისინი არ არიან დამოუკიდებელი ადვოკატები, ეს არის პარტიის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით დიდ ზიანს მოუტანს, არა მარტო მათ ოპონენტ “ქართულ ოცნებას”, არამედ საერთოდ საზოგადოებაში შექმნის დამატებით დაძაბულობას. მე გამაჩნია შეხედულება, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი: არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება, დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? – ეს სჭირდება “ნაციონალურ მოძრაობას”, რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები