შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი კანონიერ ფარგლებში წარიმართება
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი კანონიერ ფარგლებში წარიმართება.
მისივე თქმით, საქმის პოლიტიზებაზე საუბარი არასწორია.
„სასამართლო კანონიერ ფარგლებში წარიმართება. მაშინაც ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, რომ ეს პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, თუმცა, მთელმა საქართველომ იხილა, რომ ის შუამდგომლობა, რომელიც დააყენა ადვოკატმა, დაკმაყოფილდა ნიკა მელიას სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. აქ რაიმე პოლიტიზებაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული, ნიკა მელია.