შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

“ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალისხმევას არ იშურებენ ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ მნიშვნელობა აქვს კონსენსუსსა და შეთანხმებას”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავს.

“ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალისხმევას არ იშურებენ ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ მნიშვნელობა აქვს კონსენსუსსა და შეთანხმებას. ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ. მათ სურთ, რომ დავეთანხმოთ ყველაფერში და არა ის, რომ შევთანხმდეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები