ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის აზრით, ის კადრები, ვინც ადეიშვილით არიან აღფრთოვანებული, ამ გადაწყვეტილებასაც აპატიებენ, ისე როგორც სხვა დანაშაულები აპატიეს.
“ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები. ისევე, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს.
მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა:
1. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე,
2. ტვ იბერიის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე,
3. ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე – 5 წელი და 3 თვე,
4. კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე – 6 წელი.
ბრალდებულია:
1. რობაქიძის საქმეზე,
2. ტელეიმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე,
3. ე.წ ციხის კადრების საქმეზე”, – წერს, შალვა პაპუაშვილი.