პაატა იმნაძე – ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის კარანტინის მოხსნაზე: მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის მოხსნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რისკების შეფასება მიმდინარეობს, გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება.

„ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი მოქმედებდა ქვემო ქართლში, როდესაც იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე – ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე რეჟიმი მოქმედებდა სვანეთში შარშან ზაფხულში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქედან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი; სხვათა შორის, არა მინიმალური 5-დღიანი, არამედ ზ გაცილებით მეტი. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება. ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები