ხათუნა ზახაშვილი: ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს
“ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
“ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს. გვახსოვდეს, რომ ვიდრე აცრილები არ ვართ, აუცილებელია, გავაგრძელოთ ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც რეკომენდებულია, ძალიან გთხოვთ, ვინც დარბაზში ბრძანდებით, პირბადე აიფარეთ სახეზე ისე, რომ ფარავდეს ცხვირსა და პირს. გახსოვდეთ, რომ უნდა დაიცვათ დისტანცია და დროულად მიმართეთ ვაქცინაციის პუნქტებს“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.