კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას

“ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„სამი ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ვულოცავ მთელ საქართველოს!“,- წერს კახა კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები