გივი მიქანაძე: ულტიმატუმების ენით საუბარი შედეგამდე ვერ მიგვიყვანს

“მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, თუ პროცესი იქნება კონსტრუქციულობაზე და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი შედეგს ვერ მოიტანს.

„მზაობას გამოვთქვამთ. ველოდებით კონკრეტული პარტიებისგან შემოთავაზებას. ვიცით, რომ „გირჩი“ რაღაც შიდაპარტიულად იხილავს კონკრეტულ საკითხებს, რომლის გასაჯაროებასაც უახლოეს პერიოდში აპირებს. ცოტა არ იყოს გაიწელა ეს პროცესი და რაღაც გაუგებრად მიმდინარეობს. ესეთი რა ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც ველოდებით, რომ ვნახოთ, რა არის მათი მხრიდან შემოთავაზება. დანარჩენი, რაც მოლაპარაკებებს ეხება, ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამ ყველაფრის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს უნდა იყოს კონსტრუქციულობაზე, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული და ვიწროპარტიული ინტერესებიდან თავდახსნილი პროცესი ოპონენტების მხრიდან და რა თქმა უნდა, ულტიმატუმების ენით საუბარი შედეგამდე ვერ მიგვიყვანს“,- განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები