თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოები სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცეი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარია ადგილზე დაათვალიერა.

„თელავში წყალმომარაგების პროექტის  პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით  124 კორპუსის  გამრიცხველიანებასა და სამი ახალი ჭაბურღილის  დამატებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ  დასრულდა და ექსპლუატაციის შესვლის ფაზაშია. სამუშაოების შედეგად, წინა წლებთან შედარებით,ჩვენ მივიღე მკვეთრად გაუმჯობესებულწყალმომარაგება და გაუმჯობესებულ გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ  ფართომასშტაბიან პროექტს,  რომელიც თელავის მოსახლეობისთვის   წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად   გადაჭრის  და ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე შეგვეძლება  თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა’’– განაცხადა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილბელ სამუშაოებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის  შერჩევა-შეფასების პროცედურები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები