აზერბაიჯანის საელჩოს მე-2 მდივანმა საგარეჯოში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მე-2 მდივანი -თემერლან თაგიევი და მისი მრჩეველი ელდარ ბაირამოვი ესტუმრნენ, მუნიციპალიტეტის მერ – გიორგი ერბოწონაშვილთან და მის მოადგილე-ალექსი გილაშვილთან ერთად სოფელ იორმუღანლოში, 9 აპრილისა და 20 იანვრის გმირთა მემორიალი თაიგულებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

“9 აპრილისა და 20 იანვრის გმირთა მემორიალს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ორივე ქვეყნის მთლიანობისთვისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. გმირებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი არიან.

1990 წლის 20 იანვარი, როგორც შავი იანვარი ასე შევიდა ბაქოს ისტორიაში. 130 მშვიდობიანი დემონსტრანტი შეეწირა მიტინგის დარბევას. ამ გმირთა საპატივსაცემოდ, 2015 წელს ცნობილმა კერამიკოსმა – ზაჰიდ ჰუსეინოვმა სოფელ იორმუღანლოში – ქართველ და აზერბაიჯანელ გმირთა ერთიანი მემორიალი შექმნა თავისუფლებისთვის მებრძოლთა სიმბოლოდ.
სტუმრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილი და 1990 წლის 20 იანვარი კიდევ ერთხელ გაიხსენეს, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს ქედი მოუხარეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები